მარტთან შედარებით აპრილში კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 1.12 მლრდ ლარით გაიზარდა
ეროვნული ბანკის მონაცემებით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 2021 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით 1.12 მლრდ ლარით (2.87%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.43%-ით გაიზარდა) და მიმდინარე წლის პირველი მაისისათვის 40.15 მლრდ ლარი შეადგინა.
ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 376.65 მლნ ლარით (2.17%-ით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 742.48 მლნ ლარით (3.42%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 0.83%-ით).
რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2021 წლის აპრილის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 5.64 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.59%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 14.03 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 4.10%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.49%-ით მეტი).
2021 წლის აპრილის განმავლობაში 2.14%-ით, ანუ 411.13 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი მაისისათვის 19.67 მლრდ ლარი შეადგინა.
მიმდინარე წლის პირველი მაისისათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 44.15% შეადგინა, 2021 წლის პირველი აპრილის მდგომარეობასთან შედარებით, შემცირდა 0.3%-ული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.33%- ული პუნქტით).