თეგებით ძიება
25. 05. 2021 მსოფლიო

პერუში „ბოევიკების“ თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა

პერუში „ბოევიკების“ თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი დაიღუპა. თავდასხმა ქვეყნის დედაქალაქ ლიმადან 280 კმ-ში მოხდა. ამის შესახებ BBC იუწყება.

პერუს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდასხმის უკან დაჯგუფება „განათებული გზა“ იდგა. ეს დაჯგუფება ნარკოტიკებით ვაჭრობასთან არის დაკავშირებული. 1992 წელს მისი ლიდერის დაკავების შემდეგ „განათებულმა გზამ“ ძალაუფლების დიდი ნაწილი დაკარგა, მაგრამ მისი ნაწილი კვლავ პერუში რჩება და უკანონო საქმიანობაშია ჩართული.

დახოცილი ადამიანების გვერდით პერუს უსაფრთხოების ძალებმა სპეციალური ბროშურები აღმოაჩინეს, სადაც წერია, რომ პერუს მოსახლეობამ 6 ივნისის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს. მოწოდება პერუს გასამხედროებული კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მიერ არის ხელმოწერილი. ეს ორგანიზაცია ასევე „განათებულ გზაში“ შედის.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა