თეგებით ძიება
26. 05. 2021 მსოფლიო

გოგონა გიგანტური ფეხით ბულინგზე ალაპარაკდა

ამერიკის ტენესის შტატის მკვიდრი პოპულარული გახდა სოციალურ ქსელებში, თუმცა ამასთან ერთად უჩვეულო გარეგნობის გამო სხვების მხრიდან ბულინგზე ისაუბრა.

23 წლის მაჰოგანი გეტერი დაიბადა ლიმფოსტაზით - რბილი ქსოვილების შეშუპებით, რაც გამოიხატება სხეულის დაზიანებული ნაწილის მოცულობის გაზრდით. მის მარცხენა ფეხში, რომელიც 45 კილოგრამს იწონის, სითხე გროვდება. ამერიკელი ყოველდღე დადის მასაჟზე, ფიზიოთერაპიასა დაიკეთებს კომპრესულ სახვევებს. გარდა ამისა, მას უწევს ბევრი წყლის დალევა, რათა განუწყვეტლივ გაწმინდოს სხეული, ერიდება ალკოჰოლს და მარილიანს საკვებს.

გოგონამ აღიარა, რომ მისი გარეგნობის მიმართ ბულინგი უკვე ბავშვიდანვე დაიწყო.


”მეუბნეობოდნენ, რომ უკეთესია ფეხის ამპუტაცია გამეკეთებინა, რომ უფრო უკეთესად გამოვიყურებოდე. ერთმა კაცმა მითხრა, რომ ჩემი ფეხი ლორის რულეტს ჰგავდა, ხოლო სკოლაში ყველა დეფორმირებულს მეძახდა. ძალიან გამიჭირდა ყველა ამ შეურაცხყოფასთან გამკლავება “, - თქვა ამერიკელმა.



გეტერის თქმით, ასაკთან ერთად მას გაუადვილდა საკუთარი თავთან და გარეგნობასთან შეგუება.

”იმავე დაავადების მქონე ადამიანებისა და დედაჩემის მხარდაჭერით, მივხვდი, რომ რამდენად ძლიერი და ლამაზი ვარ, არა მხოლოდ გარეგნულად, არამედ შინაგანად. მივხვდი, რომ მაქსიმალურად ვეცდებოდი, რომ სხვებისთვის შთამეგომებინა, დაენახათ საკუთარი თავი, თუ რამდენად ლამაზები არიან ისინი ”, - თქვა გოგონამ.



მალე ამერიკელი გოგონა გახდა მოდელი და ცნობილი სოციალურ ქსელებში. ამ დროისთვის მის "ინსტაგრამს" 8.5 ათასი გამოწმერი ჰყავს.


”ინტერნეტში ბევრი კარგი და კეთილი ადამიანი გავიცანი. ისინი მხარს მიჭერენ და მეხმარებიან, რომ ისევე როგორც ყველა, მეც ნორმალურად ვიგრძნო თავი ”, - თქვა მან.

გეტერი ირწმუნება, რომ ყველაფერს გააკეთეს იმისათვის, რომ კიდევ უფრო პოპულარული ბლოგერი გამხდეს.

”თუ ოდესმე წარმატებას მივაღწევ, დედაჩემს სახლს ვუყიდი და ჩემს ოჯახს მივხედავ. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ლიმფოსტაზის შესახებ საზოგადოების ცნობიერება ამაღლდეს და ყველას მადლობას ვუხდი, ვინც ჩემ მიმართ სიკეთე გამოიჩინა! " - აღნიშნა გოგონამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა