თეგებით ძიება
27. 05. 2021 მსოფლიო

„ციხეში არ ჩავჯდები“ - ბელარუსში საპროტესტო აქციების მონაწილე ახალგაზრდამ დაკითხვის შემდეგ თავი მოიკლა

ბელარუსში 18 წლის დიმიტრი სტრახოვსკიმ, რომელსაც ბრალად მასობრივ არეულობებში მონაწილეობა ედებოდა, დაკითხვის შემდეგ თავი მოიკლა.

მან გარდაცვალებამდე სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა წერილი, რომელიც წერდა, რომ მის სიკვდილში ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტს ადანაშაულებს.

„თუ ამას კითხულობთ, მაშინ მე ცოცხალი არ ვარ. ამის მიზეზი საგამოძიებო კომიტეტი გახდა. საიდუმლო აღარაა, რომ მე მქონდა სისხლის სამართლის 293-ე მუხლის მე-2 ნაწილი. მოკლედ, მიტინგებში მონაწილეობისთვის. მათ ჩემზე მორალური ზეწოლა რომ არ გაეგრძელებინათ, ვფიქრობ, მე ვერ გავბედავდი ისეთი საშინელი საქციელის ჩადენას, როგორიც თვითმკვლელობაა. მაგრამ ძალა მაკლდა. და როგორც ხედავთ, ვერ მოვახერხე. დიახ, ბევრმა მითხრა, არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნება. ნუ იფიქრებ ცუდ რამეებზე. ცუდი აზრები მოიშორე. ადვილი სათქმელია მანამ, სანამ თავად ასეთ მდგომარეობაში არ აღმოჩნდებით.

ვწუხვარ, რომ ასე ცოტა ხანს ვიცხოვრე. ორიოდე წლის წინ სამომავლო გეგმებს ვადგენდი, რომ ისევ წასულიყავი საზღვარგარეთ, მეცხოვრა და მემუშავა იქ. მაგრამ ცხოვრება იმდენად არაპროგნოზირებადია.

ან როგორ ფიქრობთ, ოდესმე ვიფიქრებდი, რომ ასეთი არჩევანის წინაშე აღმოვჩნდებოდი? საშინელი არჩევანია. ამიტომ, ვერ ვიტყვი, რომ თვითმკვლელობა თქვენი ყველა პრობლემის გადაჭრის გზაა. არა მეგობრებო, ეს არასწორი არჩევანია. იცხოვრეთ, დააფასეთ სიცოცხლე. ის ერთია და მეორე ნამდვილად აღარ მოგვეცემა“, - დაწერა დიმიტრიმ სოციალურ ქსელში.

გარდაცვლილის მეგობრები ამბობენ, რომ დიმიტრი მართლაც მონაწილეობდა საპროტესტო აქციებში, თუმცა, უკანონო არაფერი ჩაუდენია. საგამოძიებო უწყების ზეწოლის გამო კი მას ძალიან ეშინოდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა