თეგებით ძიება

22 და 23 სექტემბერი უძლიერესი ენერგეტიკული პერიოდია, როდესაც შესაძლებელია ადამიანმა თავდაყირა დააყენოს მისი ცხოვრება - ცაგარელი

დაფიქრდით რა გაბედნიერებთ და ჩაწერეთ თქვენს გეგმებში ის, რაც თქვენს შინაგან მეს გააბედნიერებს - ამის შესახებ ასტროლოგი მიხეი ცაგარელი სოციალურ ქსელში წერს:

22 და 23 სექტემბერი ეს გახლავთ უძლიერესი ენერგეტიკული პერიოდი, როდესაც შესაძლებელია 

ადამიანმა თავდაყირა დააყენოს მისი ცხოვრება და ამით უფრო მეტად დაალაგოს საკუთარი თავი, 

მოიშოროს მავნე ჩვევები, 

მოიშოროს ტოქსიკური ურთიერთობები, 

განერიდოს ნეგატიურ სამეგობრო წრეს, 

დაბალვიბრაციულ ადამიანებს, 

რომლებიც ენერგიებს ართმევენ და გაწურული ლიმონივით ტოვებენ, 

გააუქმოს ის გეგმები, კონტრაქტები ან ურთიერთობები, 

რომლებიც აღარ აინტერესებს და მისთვის მხოლოდ

მიჯაჭვულობას და მძიმე ლოდივით სათრევს წარმოადგენს, 

რომელიც დამღლელია, როგორც სულიერად, ასევე ხორციელად…

ამიტომ გადახედეთ საკუთარი თავის ქმედებებს , რასაც აკეთებთ მოგწონთ? თქვენია? თუ სრულიად სხვაგვარი ცხოვრება სურს თქვენს სულს, ნამდვილ ,,მეს”, 

იქნებ სრულიად სხვა მიზნები სურს დაისახოს, დააკვირდით სადაც სილაღეა და თავისუფლება იქ უნდა იყოთ თქვენ,

ამიტომ დაფიქრდით რა გაბედნიერებთ და ჩაწერეთ თქვენს გეგმებში ის, რაც თქვენს შინაგან მეს გააბედნიერებს… 

ის რაც თქვენში უპირობო სიყვარულს გააცოცხლებს აი ეს არის მთავარი…

სიკეთე გქონოდეთ - წერს მიხეილ ცაგარელი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა