ტაძრის სახურავის ჩამონგრევის საფრთხე იზრდება, გადავარჩინოთ ოთხთა! - გოგა ჩანადირი მიმართვას ავრცელებს
გადავარჩინოთ ოთხთა! - ფოტოჟურნალისტი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს:
სულ უფრო და უფრო უარესდება ოთხთაში მდგომარეობა.
ტაძრის სახურავის ჩამონგრევის საფრთხე იზრდება. ჩემ თვალწინ წვიმა ჩამოდიოდა. სახურავი თუ ჩამოიქცა, ტაძარიც დაინგრევა.
გადაუდებელ აღდგენას ითხოვს ოთხთა.
მეტი აქტიურობაა საჭირო თურ კოლეგებთან სათანამშრომლოდ.
გადავარჩინოთ ოთხთა! - წერს ჩანადირი.
ცნობისთვის, ოთხთა ეკლესია მდებარეობს ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე. ოთხთას სამნავიანი ბაზილიკა აგებულია X ს-ში, მდებარეობს სოფელ დორთკილისედან 5 კილომეტრის მანძილზე, ის პარხლის ეკლესიასთან ერთად გვიანდელი ხანის ბაზილიკების ყველაზე მნიშვნელოვანი ნიმუშია.