ლარი გამყარდა - ვალუტის ახალი კურსი
სებ-მა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 27 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.2635 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2993 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 3.58 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.9824 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 4.0420 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 5.96 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.3865 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 4.6117 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 28 მაისიდან შევა ძალაში.