თეგებით ძიება

მოსახლეობის რამდენ პროცენტს არ მიუწვდება ხელი აუცილებელ მინიმალურ საარსებო პირობებზე?

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წელს სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ ქვეყნის მოსახლეობის 21.3 იმყოფებოდა.

უწყების ინფორმაციით, სოფლად სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი შარშან 27.5 პროცენტი იყო, ქალაქში კი – 17.1 პროცენტი.

ამასთან, სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი 2020 წელს 2019 წელთან შედარებით 1.8 პროცენტით არის გაზრდილი. 2019 წელს სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ საქართველოს მოსახლეობის 19.5 პროცენტი ცხოვრობდა.

აბსოლუტური სიღარიბის დონე გულისხმობს, რამდენ ადამიანს არ მიუწვდება ხელი საჭირო აუცილებელ მინიმალურ საარსებო პირობებზე.

გარდა ამისა, 2020 წელს საქართველოს მოსახლეობის საშუალო თვიური შემოსავლების (ფულადი და არაფულადი სახსრების) მოცულობამ 1 194.6 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 4.5 პროცენტით ნაკლებია.

2020 წლის მონაცემებით, საშუალო თვიური შემოსავლების მოცულობა ერთ შინამეურნეობაზე 6.4 პროცენტით შემცირდა და 1 100.5 ლარი შეადგინა, ხოლო ერთ სულზე 4.4 პროცენტით შემცირდა და 321.4 ლარს გაუტოლდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა