ივნისიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 3 მიმართულებით რეგულარული რეისები განახლდება
ივნისიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბუდაპეშტის, ვროცლავისა და ვენის მიმართულებებით პირდაპირი რეგულარული რეისები განახლდება.
აეროპორტების გაერთიანების ცნობით, სამივე მიმართულებით რეისები კვირაში ორ-ორი სიხშირით შეასრულდება.
19 ივნისიდან ბუდაპეშტი-ქუთაისი-ბუდაპეშტი კვირაში ორი სიხშირით;
26 ივნისიდან ვროცლავი-ქუთაისი-ვროცლავი კვირაში ორი სიხშირით;
29 ივნისიდან ვენა-ქუთაისი-ვენა კვირაში ორი სიხშირით;