თეგებით ძიება

"ძალიან სახიფათო გამოსვლა ქონდა ყოფილ-პრემიერს..." - თინა ხიდაშელი გახარიაზე

საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი, ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიის დაფუძნებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც ხიდაშელი წერს, გახარიას ძალიან სახიფათო გამოსვლა ქონდა.

"ხუმრობა იქით იყოს და სინამდვილეში, ძალიან სახიფათო გამოსვლა ქონდა ყოფილ-პრემიერს!
დემოკრატიული განვითარების წესრიგად და ქაოსად გაყოფა არ ქვეყანაში ჯერ არავის გაუბედია!
ეს ძალიან საშიში და რუსული ნარატივი მთლიანად ტყუილი და მანიპულაციაა.
— დემოკრატიას არსად მოუტანია ან მოაქვს ქაოსი!
— დემოკრატია ძლიერ, ნდობითაღჭურვილ და მაღალი ლეგიტიმაციის ინსტიტუტებს ეფუძნება!
— ქაოსი სუსტი და ნდობადაკარგულიინსტიტუტების შედეგია!
— შესაბამისად, ავტოკრატიების და დიქტატურების!
კიდევ ერთხელ, ვუსმენდი და უფრო ცნობილი ლიბერალური და არალიბერალური დემოკრატიის საუბრები გამახსენდა.
2-3 კაცი ხართ მანდ საიმედო და რთულია ვიცი, მაგრამ მაინც აუხსენით!", - წერს ხიდაშელი ფეისბუქზე.

დღეს, ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტია "საქართველოსთვის" ოფიციალურად დაფუძნდა. პარტიის ტავმჯდომარედ გახარია აირჩიეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა