ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ში 7 ნომერ მაისურს დაიბრუნებს, რომელიც კილიან მბაპეს ეკუთვნოდა - le Parisien
"ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ში 7 ნომერ მაისურს დაიბრუნებს, რომელიც კილიან მბაპეს ეკუთვნოდა" - ინფორმაციას ამის შესახებ გავლენიანი ფრანგული გამოცემა ლე პარიზიენი ავრცელებს, რომელიც ქართველ ფეხბურთელს საკმაოდ ვრცელ სტატიას უძღვნის.
"ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც ჩვენი ინფორმაციით დედაქალაქის გუნდთან კონტრაქტს ხელს ამ პარასკევს მოაწერს, თავის 7 ნომერ მაისურს დაიბრუნებს. ხვიჩა კვარაცხელია ნამდვილად ახალი ვარსკვლავია პსჟ-სთვის. ეს სიმბოლური ნომერია, რადგან მას შემდეგ, რაც გუნდის საუკეთესო ბომბარდირი, კილიან მბაპე გუნდიდან წავიდა, აღარავის უტარებია" - წერს გამოცემა.
ამ ნომერს ხვიჩასთვის დიდი დატვირთვა აქვს, რადგან მისი ფავორიტი ფეხბურთელი რონალდუც სწორედ 7 ნომრით თამაშობდა რეალში. მბაპემ 7 ნომერი პარი სენ-ჟერმენში მეორე სეზონში აიღო, თავიდან ის 29-ე ნომრით თამაშობდა. რაც შეეხება თავად ხვიჩას, მან ნაპოლში 77-ე ნომერი აირჩია, რადგან 7 უკვე დაკავებული იყო.
რაც შეეხება თავად ხვიჩას, მან 77 ნომერი 2022 წელს აირჩია.
წყარო: რუსთავი 2