თეგებით ძიება

გიორგი გახარია- არასდროს არავის პროექტი არ ვყოფილვარ, არც მომავალში ვიქნები

არასდროს არავის პროექტი არ ვყოფილვარ, არც მომავალში ვიქნები, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარემ, ექსპრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

არასდროს არავის პროექტი არ ვყოფილვარ და მით უმეტეს მომავალში არ ვიქნები არავის პროექტი. ივანიშვილთან კომუნიკაცია არ მქონია. [...] ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისთვის ნებისმიერ არჩევნებში მონაწილეობის მიღება არის, მიზანი, რომ მოიპოვოს ამომრჩევლების მაქსიმალური მხარდაჭერა. ეს იქნება ჩვენი მიზანი", - განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, არ ითანამშრომლებენ არავისთან, სადაც რადიკალურ ტენდენციებს დაინახავენ.

"როცა დავაფუძნეთ პოლიტიკური გაერთიანება, ეს მოწყვეტილია მხოლოდ დღევანდელ პროცესს. ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის მნიშვნელობა არ აქვს, რომელი მხრიდან მოდის ეს რადიკალიზმი.

ჩვენი მთავარი მიზანია, ამ ქვეყანაში დავასრულოთ ნებისმიერი რადიკალიზმი. ჩემთვის არ ვითანამშრომლებთ არავისთან, სადაც რადიკალურ ტენდენციებს დავინახავთ", - აცხადებს გახარია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა