"ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში შედის - გადაწყვეტილება მიღებულია
რამდენიმეთვიანი ბოიკოტის შემდეგ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საქართველოს პარლამენტში შედის. გადაწყვეტილება პარტიამ დღეს, პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღო.
"ჩვენ, მოცემულ მომენტში ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ. გადაწყვეტილება, რომელიც მოცემულ მომენტში არცერთ კომფორტის ზონას არ დაუტოვებს ბიძინა ივანიშვილს. ჩვენ მას ბრძოლას გავუმართავთ ყველგან, იქნება ეს საპარლამეტო თუ საკომიტეტო სხდომათა დარბაზები. აჭარის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი დარბაზები. მოედნები, ქუჩები, სოფელში, რაიონში, მთაში, ბარში ყველგან, ბიძნა ივანიშილს ექნება უდიდესი წინააღმდეგობა. წელს ბიძინა ივანიშილის ოლიგარქიული რეჟიმი უნდა დამთავრდეს და დამთავრდეს ხალხის სახელით", - განაცხადა მელიამ.
ამასთან, ნიკა მელიას თქმით, ისინი შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ მოაწერენ.
შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში 27 აპრილს შევიდა. ენმ დატოვა და პარლამენტში შევიდა სალომე სამადაშვილი, ასევე, დეპუტატი გახდა გრიგოლ ვაშაძე, რომელმაც პარტიიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება 2020 წლის 15 დეკემბერს მიიღო