თეგებით ძიება

მიხეილ სააკაშვილი - დიახ, 10-15 წლის წინ, ჰესის აშენების მომხრე ვიყავი - ასეთი ჰესები უკვე პროგრესული აღარაა, ეპოქა შეიცვალა

საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, 10-15 წლის წინ ქვეყანაში ჰესების აშენების მომხრე იყო, მაგრამ დრო შეიცვალა და დიდი ჰესები უკვე პროგრესული აღარაა. შესაბამისად, მისი თქმით, საქართველოს არ სჭირდება დამატებით დიდი ჰესები.

„ეს დღეებია მესმის, ჩემს ციტატებს ატრიალებენ, სააკაშვილი იყო მომხრე ჰესის აშენებისო. დიდი ჭკუით არ მოსდის ეს ვინც ამ ციტატებს ატრიალებს. დიახ, 10-15 წლის წინ ჰესის აშენების მომხრე ვიყავი, თუმცა არასდროს ასეთ პროექტს არ დავამტკიცებდი, რომელიც საფრთხეს შეუქმნიდა ქალაქ ქუთაისს ან რიონს გააქრობდა, მილებში ჩაიყვანდა და ათასგვარ უბედურებას. ამათ ყველაზე უარეს პირობებში გააკეთეს ეს კონტრაქტი გახარიას ხელმოწერით. 10-15 წლის წინათ რაც იყო და რაც არის ახლა ეს არის ორი სხვადასხვა რეალობა. მაშინ მზისა და ქარის ენერგია გაცილებით ძვირი ღირდა ვიდრე ჰიდრო და სხვა ენერგიის წყაროები.

უამრავი ახალი ტექნოლოგიებია მეგობრებო, არის მწვანე წყალბადის ტექნოლოგია, მაშინ არ იყო ეს, როცა ვამბობდით ჰესები უნდა ავაშენოთ. ყველაფერი გაიაფდა და შეიცვალა. ამიტომ, საქართველოს არ სჭირდება დამატებით დიდი ჰესები და ესაა ჩემი მყარი პოზიცია. საქართველოს ახლა ტურიზმის განვითარდება სჭირდება.

ასეთი ჰესები უკვე პროგრესული აღარაა, ეპოქა შეიცვალა, დრო შეიცვალა, კონტექსტი შეიცვალა და საქართველოს გარემოებები შეიცვალა“ , - აღნიშნა სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა