გახარიას მოუწევს ძალიან დეტალური განმარტებების გაკეთება, მისი ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში რა გააკეთა მის მიერ ჩამოთვლილი პრობლემების თუნდაც, ნაწილობრივ მოგვარებისთვის - სერგეენკო
გიორგი გახარიას ალბათ, მოუწევს ძალიან დეტალური განმარტებების გაკეთება, მისი ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში რა გააკეთა იმისათვის, რომ მის მიერ ჩამოთვლილი პრობლემები თუნდაც, ნაწილობრივ მოეგვარებინა,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ განაცხადა.
როგორც სერგეენკომ აღნიშნა, არ ჰგონია, რომ „ქართული ოცნებისთვის" გიორგი გახარია მკვეთრად გამოხატული კონკურენტი იქნება.
„არ გაჟღერებულა ჯერჯერობით და იმედია მალე გააჟღერებენ მათ კონკრეტულ სამოქმედო გეგმას, მაგალითად, როგორ სტრატეგიას სთავაზობენ საზოგადოებას, რა დაფინანსება ექნება ჯანდაცვის სისტემას, როგორი იქნება სოციალური სისტემა, თავდაცვის სისტემა და რა იქნება ძირითადი პოლიტიკის ნაბიჯები.
თუნდაც, რამდენი აქვთ მოაზრებული საბიუჯეტო პროცენტები მთლიანი შიდა პროდუქტიდან და ა.შ. ძირითადი პოლიტიკური ნაბიჯები.
ალბათ, ამ ადამიანს მოუწევს დეტალური განმარტების გაკეთება, რომ მისი ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში რა გააკეთა, რათა მის მიერ ჩამოთვლილი მთავარი პრობლემები თუნდაც ნაწილობრივ მოეგვარებინა.
ამის მერე იქნება შესაძლებელი განვსაზღვროთ საზოგადოების რეაქციის მიხედვით, თუ ვის წაართმევენ ან საერთოდ წაართმევენ თუ არა ვინმეს ამომრჩეველს,"- განაცხადა სერგეენკომ.