თეგებით ძიება

"ესენი ყოფილან ჩვეულებრივი ქეციანები" - წულუკიანი "ნაცმოძრაობაზე"

ესენი ყოფილან ჩვეულებრივი ქეციანები, - ასე ეხმაურება საქართველოს კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი "ნაციონალური მოძრაობის" მიერ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას.

ესენი ყოფილან ქეციანები ჩვეულებრივი, რომლებმაც თქვეს, რომ არ შევალთო, შედიან, ვერ დამიჭერთო, დაიჭირეს, არ გამოვალო, გამოდიან, არ შევალ, შედიან.. მოკლედ, რომ დავსერიოზულდეთ, უნდა ჩამოყალიბდნენ, რა უნდათ ცხოვრებაში თორემ პოლიტიკაში რომ დიდი მომავალი აღარ აქვთ, ეს მემგონი ბავშვისთვისაც ნათელია", - აცხადებს წულუკიანი.

შეგახსენებთ, რომ 30 მაისს, "ნაციონალურმა მოძრაობამ" პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, ბოიკოტი შეწყვიტოს და შევიდეს პარლამენტში. როგორც პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განმარტა, ისინი საკანონმდებლო ორგანოში შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერის გარეშე შედიან.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა