შედის თუ არა თაკო ჩარკვიანი პარლამენტში? - გადაწყვეტილება მიღებულია
პარტია „კანონისა და სამართლის“ დამფუძნებელი, თაკო ჩარკვიანი პარლამენტში შედის.
როგორც პოლიტიკოსმა ვახო ხუზმიაშვილის გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა, გამოკითხვა დასრულდა, რომლის მიხედვით საკანონმდებლო ორგანოში შესვლას დაუჭირა უმრავლესობამ მხარი.
„გამოკითხვა დასრულდა. ხალხმა გადაწყვიტა – სულ 1629 გამოკითხულია, არშესვლის მომხრე არის 29, შესვლის მომხრე არის 1600. მე ეს გამოკითხვა იმიტომ გავაკეთე, რომ ეს ადამიანები გვერდით მიდგანან და მგულშემატკივრობენ. ძალიან ღიად გავაკეთე ეს ყველაფერი“,- განაცხადა ჩარკვიანმა.
ცნობისთვის, 30 მაისს \'ნაციონალურმა მოძრაობამ" მიიღო გადაწყვეტილება პარლამენტში სესვლასთან დაკავშირებით.