თეგებით ძიება

მმართველი გუნდის წარმომადგენლები "მთავარისა" და "TV პირველის" ეთერებში მონაწილეობას მიიღებენ

"ქართული ოცნების" წარმომადგენლები ტელეკომპანია "მთავარისა"და "ტვ პირველის" სატელევიზიო ფორმატებში მონაწილეობას მიიღებენ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"რადგან შემოთავაზება იყო ორი ტელეკომპანიის მხრიდან, ეს იყო ტელეკომპანია "მთავარი" და "ტვ პირველი", რომ იქნებოდა ჩვენთვის კონკრეტული ფორმატები, სადაც შესაძლებლობა მოგვეცემა, რომ ვესაუბროთ მოსახლეობას მათ საჭიროებებზე, ვესაუბროთ იმაზე, რაც აინტერესებთ და არ იქნება უსაგნო კინკლაობა და ჩხუბი, რომელიც გასაგებია, ხშირ შემთხვევაში უფრო საინტერესო იყოს, მაგალითად, რომელიმე ტელეკომპანიისთვის. ამ ფორმატებზე ჩვენ ვაცხადებთ თანხმობას", - განაცხადა მდინარაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა