თეგებით ძიება
02. 06. 2021 სპორტი

რუმინეთი VS საქართველო - ყველაფერი დღევანდელ მატჩზე

საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის პირველ ამხანაგურ შეხვედრას რუმინეთის წინააღმდეგ გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი მატჩის მასპინძელ ქალაქში დღეს ჩავიდა და ილიე ოანას სტადიონზე მატჩისწინა ბოლო ვარჯიში გამართა.

საწვრთნელ პროცესში 24 ფეხბურთელი მონაწილეობდა, გურამ გიორბელიძემ კი, რომელიც ეროვნულ ნაკრებს საკლუბო შეხვედრების შემდეგ შეუერთდა, ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა.

ამხანაგურ შეხვედრას ბერძენი მსაჯები მოემსახურებიან: მთავარი არბიტრი – ტასოს სიდიროპულოსი, პირველი ასისტენტი – პოლიხრონის კოსტარასი, მეორე ასისტენტი – ლაზაროს დიმიტრიადისი.

საქართველოს ნაკრები:

მეკარეები

იორგი ლორია , ლაზარე კუპატაძე , გიორგი მამარდაშვილი.

მცველები

გურამ კაშია , ოთარ კაკაბაძე , ლაშა დვალი, დავით ხოჭოლავა , გურამ გიორბელიძე , სოლომონ კვერკველია , გრიგოლ ჩაბრაძე, ირაკლი აზაროვი

ნახევარმცველები

ნიკა კვეკვესკირი , გიორგი აბურჯანია , საბა ლობჟანიძე, ჯაბა ჯიღაური , ოთარ კიტეიშვილი, ვაკო გვილია, ზურიკო დავითაშვილი , მურთაზ დაუშვილი , ლევან შენგელია

თავდამსხმელები
თორნიკე ოქრიაშვილი , სერგო კუხიანიძე, გიორგი მიქაუტაძე, ბუდუ ზივზივაძე, გიორგი ბერიძე.


რუმინეთის ნაკრები


რუმინეთის ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს – 2 ივნისს პლოეშტში („ილიე ოანას სტადიონზე“) საქართველოს წინააღმდეგ, ხოლო 6 ივნისს ინგლისს შეხვდება.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მირელ რადოიმ შემდეგი მოთამაშეები გამოძახა:

მეკარეები


ფლორინ ნიცე , იონუჟ რადუ , ანდრეი ვლადი

მცველები


დეიან სორესკუ , იონუც ნედელჩარუ , ვლად კირიკეში, კრისტი განია , ადრიან რუსი , ტიბერიუ კეპუცა , მარიო კამორა

ნახევარმცველები


რაზვან მარინი , ნიკოლაე სტანჩუ , იანის ჰაჯი , ალექსანდრუ მაქსიმი , ალექსანდრუ ბალუცე , ერიკ ბიკფალვი , ალექსანდრო მიტრუცა , ადრიან პეუნი, დარიუს
ოლარუ , ალექსანდრუ ჩიკილდეუ

თავდამსხმელები


კლაუდიუ კეშერუ , დენის ალიბეკი , ფლორინ ტანასე , კონსტანტინე ბუდესკუ, ანდრეი ივანი


რუმინეთის ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, ტრავმების გამო, ნაკრებს ვერ დაეხმარებიან თავდამსხმელები: დენის მანი, ვალენტინ მიჰაილა (ორივე – პარმა), გეორგე პუშკაში (რედინგი) და ფლორინ ანდონე (ვილიარეალი), ასევე მცველი ალინ ტოტსკა (გაზიანტები).


საქართველოს ნაკრები რუმინეთს ხუთჯერ შეხვდა, მაგრამ მხოლოდ ორჯერ დაასრულა მატჩი ფრედ.
2000 წლის 4 თებერვალი, ამხანაგური მატჩი მალტის საერთაშორისო ტურნირზე
რუმინეთი-საქართველო 1:1 (პენ: 5:3)
2001 წლის 28 მარტი – 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი
საქართველო-რუმინეთი 0:2
2001 წლის 6 ოქტომბერი- 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი
რუმინეთი-საქართველო 1:1
2008 წლის 19 ნოემბერი, ამხანაგური მატჩი
რუმინეთი-საქართველო 2:1
2016 წლის 3 ივნისი, ამხანაგური მატჩი
რუმინეთი-საქართველო 5:1

2 ივნისს, პლოეშტში რუმინეთი – საქართველოს ამხანაგური მატჩი 22:45 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ, ხოლო რადიორეპორტაჟს – საქართველოს რადიო (FM 102,3).


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა