თეგებით ძიება

კელი დეგნანი: ვცდილობთ, სახალხო დამცველთან და იმ ორგანიზაციებთან შეხვედრას, რომლებიც შუქრუთელების დახმარებას შეძლებენ

„ვცდილობთ შეხვედრის ორგანიზებას სახალხო დამცველის ოფისთან და იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც შეძლებენ მათ დახმარებას“, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა შუქურთის მცხოვრებლებთან დაკავშირებით განაცხადა, რომლებიც „ჯორჯიან მანგანეზის“ წინააღმდეგ აქციებს მართავენ.

მისი თქმით, აქციის მონაწილეებს საელჩოს წარმომადგენელი უკვე შეხვდა.

„საელჩოს ადამიანის უფლებათა დაცვის ოფიცერი შეხვდა აქციის მონაწილეებს, ესაუბრა და მოისმინა მათი წუხილი. ჩვენ ვცდილობთ შეხვედრის ორგანიზებას სახალხო დამცველის ოფისთან და იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც შეძლებენ მათ დახმარებას, რათა ეს საკითხები გადაიჭრას და სასურველი შედეგი მიიღონ.

საელჩოს როლი არის მხოლოდ დამაკავშირებელი, შუამავლის როლი. ასევე, გვინდა დავრწმუნდეთ, რომ მათი წუხილი იქნება მოსმენილი“, – აღნიშნა დეგნანმა.

შეგახსენებთ, რომ შუქრუთის მოსახლეობის ნაწილი „ჯორჯიან მანგანეზს“ კომპენსაციებს სთხოვს. ისინი პირამოკერილები რამდენიმე დღეა აშშ-ის საელჩოს შენობასთან იმყოფებიან.

კომპანიაში აცხადებენ, რომ მზად არიან, აუდიტის დასკვნის საფუძველზე, მოსახლეობას ზიანის ასანაზღაურებლად აღნიშნული კომპენსაციები გადაუხადონ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა