ვინ იქნება ბასილაშვილის მეტოქე როლან გაროსის 1/32 ფინალში?
როლან გაროსის გათამაშება ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა წარმატებით დაიწყო.
ბასილაშვილი სერბ ლაიოვიჩს დაუპირისპირდა და 4 სეტში, 6:4 6:3 0:6 6:2 დაამარცხა.
ცნობილია, რომ დიდი სლემის 1/32 ფინალში ბასილაშვილის მეტოქე ესპანელი კარლოს ალკარასი იქნება, რომელიც მსოფლიოს 97-ე ჩოგანია.
აღსანიშნავია, რომ ეს ჩოგბურთელები ერთმანეთს კარიერაში პირველად შეხვდებიან და მატჩი ხვალ არის ჩანიშნული.