თეგებით ძიება

" ცოტა ნაკლებგოიმურად მოიქეცით, დროა უკვე, ამდენი ხანია თავი რაღაც გგონიათ, ხოდა რამე მაინც ისწავლეთ..." - ვის მიმართავს ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ უკვე ორი ღამეა ძილში ხელს მანქანების ხმაური უშლის.

მისი თქმით, თბილისში საშვი იმდენ ადამიას აქვს, რომ „ბროდვეიზე არაა ისეთი გადატვირთული მოძრაობა, როგორც სოლოლაკში”.

“ორი ღამეა, მანქანების ხმაური მიშლის ხელს ძილში, გადავეჩვიე რომელსაც, ბროდვეიზე არაა ასეთი მოძრაობა, როგორიც სოლოლაკში. ხოდა რა ხდება, აღარ არის კომენდანტის საათი, თუ ნახევარ თბილისს საშვი გაქვთ? მოხსენით მაშინ კომენდანტი საერთოდ და ცოტა ნაკლებგოიმურად მოიქეცით, დროა უკვე, ამდენი ხანია თავი რაღაც გგონიათ, ხოდა რამე მაინც ისწავლეთ, რა არის თვისებრივად ქაჯობა და რა არის მოქალაქეობა და საერთო მდგომარეობის პატივისცემა.”, – წერს ფანჯიკიძე.

აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოში 23:00-დან 04:00-მდე გადაადგილებაზე შეზღუდვა მოქმედებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა