თეგებით ძიება
02. 06. 2021 სპორტი

კვარაცხელიას ფასი კვლავ გაიზარდა

ხვიჩა კვარაცხელიამ ქართული ფეხბურთის ისტორიაში ახალი რეკორდი დაამყარა და ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია.

ცნობილმა სპორტულმა სააგენტო Transfermarkt-მა ყაზანის რუბინის 20 წლის ნახევარმცველს სატრანსფერო ღირებულება კვლავ შეუცვალა და დღეიდან მისი ფასი 18 მილიონი ევროა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია ქართული ფეხბურთის ისტორიაში.

არადა, ხვიჩა კვარაცხელიას ფასი სეზონის სტარტზე 4.50 მილიონი იყო და ერთი კალენდარული სეზონის განმავლობაში მისი ღირებულება 13.5 მილიონი ევროთი გაუმჯობესდა.

ხვიჩა კვარაცხელიამ გასულ სეზონში 28 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 7 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა