საქართველოში უკრაინის პრემიერ-მინისტრი ჩამოვიდა
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით, უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი ეწვია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, 3 ივნისს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. უკრაინელ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უმასპინძლებს.
დაგეგმილია პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრა, რის შემდეგაც, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება.