თეგებით ძიება
03. 06. 2021 სპორტი

"ფრე სამართლიანი შედეგი იქნებოდა" - სანიოლი რუმინეთთან მატჩის შემდეგ

დასრულდა ამხანაგური მატჩი რუმინეთსა და საქართველოს შორის,სადაც 2:1 საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გაიმარჯვა. მატჩს დასრულების შემდეგ ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა.

„საშუალება გვქონდა მინდორზე 1 კაცით მეტი ვყოფილიყავით. პირველი ტაიმის შემდეგ კმაყოფილი არ ვიყავი. საქმე ალბათ დაღლილობას ეხება, რადგან ეს სეზონის ბოლოა. ვფიქრობ, უფრო მეტის გაკეთება შეგვეძლო. ჩვენ ეს ესპანეთთან მატჩში დავამტკიცეთ. თუ გვსურს, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსი გვქონდეს ამაზე გაცილებით კარგად უნდა ვითამაშოთ.

არ ვფიქრობ, რომ რუმინეთი სუსტი იყო. მათ 10 კაცით მოუწიათ დიდ ხანს თამაში. რუმინეთს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს. რამდენიმე მომენტში ჩემზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინეს. შემიძლია სწრაფად ვითამაშო, მაგრამ ფეხბურთში ყოველთვის უკეთესი გუნდი ვერ იგებს. ვფიქრობ, დღეს ფრე სამართლიანი შედეგი იქნებოდა.

რუმინეთს ახალგაზრდული გუნდი ჰყავს და ფეხბურთელები მნიშვნელოვან ჩემპიონატებში თამაშობენ. ინგლისთან მათ წარმატებას ვუსურვებ. ჩემი გადმოსახედიდან რუმინელებმა კარგი მატჩი ჩაატარეს. დარწმუნებული ვარ, ასეთი თამაშით ისინი ბევრ გუნდს პრობლემებს შეუქმნიან.“


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა