ოქრიაშვილის აპოელში გადასვლა გაოფიციალურდა
გავრცელებული ინფორმაციით, „ოქრი“ „ომონიაში“ უნდა გადასულიყო, თუმცა მოქმედ ჩემპიონში გადასვლა თავად ფეხბურთელმა არ ისურვა. ცნობილი გახდა, რომ თორნიკე „აპოელის“ რიგებში ჩაირიცხა. ინფორმაცია, კვიპროსული გუნდის ოფიციალურმა ვებ-საიტმა გაავრცელა.
„კვიპროსის უდიდესი გუნდი თორნიკე ოქრიაშვილს მიესალმება. ჩვენ მას ტიტულების მოგებას და ევროპულ სარბიელზე წარმატების მიღწევას „აპოელის“ მაისურში ვუსურვებთ.“ - ვკითხულობთ ოფიციალურ განცხადებაში
ოქრიაშვილმა „აპოელთან“ 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და კლუბში 2024 წლამდე დარჩება.