თეგებით ძიება
04. 06. 2021 სპორტი

,,ანორთოსისმა ვერ იყიდა ჩემი თანხა გენტისგან და ამის გამო, გუნდი დავტოვე\'\'- ქვილითაია აპოელში გადასვლაზე

გიორგი ქვილითაია კვიპროსული „აპოელის“ ფეხბურთელი გახდა. გასულ სეზონშ „ჯვაროსნების“ შემტევი იჯარის წესით „ანორთოსისში“ თამაშობდა. ამ საკითხზე ქართველმა ფეხბურთელმა „ინსტაგრამის“ საკუთარი გვერდის მეშვეობით კომენტარი გააკეთა.
„ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპი დავიწყე. ვიცი, რომ „ანორთოსისის“ ვერცერთი გულშემატკივარი ვერ გამიგებს, მაგრამ მე მათი მთლიანად მესმის. „ანორთოსისს“ „გენტიდან“ ჩემი ყიდვა არ შეეძლო და „აპოელში“ წასვლის მიზეზი სწორედ ეს არის.ტიტული, რომელიც ერთად მოვიგეთ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. არასდროს დამავიწყდება გულშემატკივრების ემოციები. მადლობა კლუბს, გულშემატკივრებს და პერსონალურად თემურ ქეცბაიას. მე ყოველთვის „ანორთოსისის“ გულშემატკივარი ვიქნები და საუკეთესოს გისურვებთ!“- წერს გიორგი ქვილითაია ინსტაგრამზე.




თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა