ხვიჩა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოსთვის იბრძვის
აზანის „რუბინმა“ 2020-21 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად გამოკითხვა დაიწყო. გულშემატკივრებმა არჩევანი „რუბინის“ 9 მოთამაშეს შორის უნდა გააკეთონ და ერთ-ერთი მათგანი ხვიჩა კვარაცხელია გახლავთ.
„კვარას“ კონკურენციას კარლ სტარფელტი, დარკო იევტიჩი, ჯორჯე დესპოტოვიჩი, იური დიუპინი, დენის მაკაროვი, ოლივერ აბილდგორი, ილია სამოშნიკოვი და სოლტმურად ბაკაევი უწევენ. ქომაგებს ხმის მიცემა „რუბინის“ ოფიციალურ ვებგვერდზე შეუძლიათ და ქართველი ფეხბურთელის მხარდაჭერას ამ ბმულზე გადასვლით შეძლებთ. https://bit.ly/3fPvhE2