6 ივნისის მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა - "ჯორჯიან მანგანეზი"
„ჯორჯიან მანგანეზის" დირექტორთა ბორდის წევრის, თემურ ხონელიას მედიატორობით, პროტესტის მონაწილეები კომპანია „ შუქრუთი + „ - ის შეთავაზებას დათანხმდნენ.
"ჯორჯიან მანგანეზის" ინფორმაციით, დღეს მხარეებმა რამდენჯერმე გამართეს მოლაპარაკებები.
"კონსტრუქციული დიალოგის შედეგად მხარეები შეთანხმდნენ , რომ პროცესები მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაინაცვლებს. მიღწეულ შეთანხმებას საბოლოოდ იურიდიული ძალა ექნება.
ხელმოწერის პროცესსა და მის აღსრულებას, "ჯორჯიან მანგანეზი" გაუწევს მონიტორინგს", - აღნიშნულია "ჯორჯიან მანგანეზის"მიერ გავრცელებულ განცხადებაში.