თეგებით ძიება
07. 06. 2021 სპორტი

ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოსთვის ცუდად დაიწყო

უნგრეთში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოსთვის ცუდად დაიწყო.

ტურნირის მეორე დღეს სამივე ძიუდოისტი ასპარეზობას პირველივე წრიდან გამოეთიშა.

66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილი მეორე წრეში მოლდოველ ვადიმ ბუნესკუსთან დამატებით დროში იპონით დამარცხდა.



რაც შეეხება 52 კოლოში გოგონებს ტატიანა ლევიცკა-შუკვანმა აზერბაიჯანელ გულტაჯ მამადალიევთან წააგო.
ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოსთვის ცუდად დაიწყო


მარიამ ჯანაშვილმა მონღოლ სოსორბარამ ლხგვანსურენთან დამარცხდა.


საქართველოსთვის მსოფლიო ჩემპიონატი ხვალ განახლდება,სადაც ჩვენი სახელით ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი და ეთერ ლიპარტელიანი იასპარეზებენ.

აღსანიშნავია, რომ ბოლო მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველომ 2 მედალი მოიპოვა. 2019 წელს საქართველოს ოქროს მედალი ლუხუმ ჩხვიმიანმა მოუტანა, რომელიც ამჯერად განაცხადში არ არის, ბრინჯაო კი ლუკა მაისურაძის ანგარიშზეა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა