საქართველოდან ღვინო ყველაზე მეტი რაოდენობით რუსეთსა და უკრაინაში იყიდება
ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, საქართველოდან ყველაზე დიდი რაოდენობით ღვინო რუსეთსა და უკარინაში იყიდება.
ამავე ცნობით, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 130 მლნ აშშ დოლარია.
2021 წლის იანვარ-მაისში, საქართველოდან მსოფლიოს 55 ქვეყანაში 36,4 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 15%-ით აღემატება 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ექსპორტით მიღებული შემოსავალი 82,4 მლნ აშშ დოლარია, ზრდამ, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 8%-ს მიაღწია.