მსოფლიოში ნავთობზე ფასებმა მცირედით იკლო
Brent-ის ტიპის ნავთობის აგვისტოს ფიუჩერსების ღირებულება ბარელზე 70,78 აშშ დოლარამდე შემცირდა.
ფასმა 0,71 დოლარიანი (0,99%) ვარდნა განიცადა.
WTI-ის ნავთობის ფიუჩერსები ივლისისთვის 1,03%-ით შემცირდა და ბარელზე 68,52 აშშ დოლარს შეადგენს.
ნავთობზე მოთხოვნის კლების გამო, გასული წლის მაისიდან OPEC +- მა მისი მოპოვება 9,7 მილიონი ბარელით შეამცირა. ვითარების სტაბილიზაციის შედეგად, არსებული შეზღუდვები შემსუბუქდა. მიმდინარე წლის აპრილში ნებადართული იქნა დღიურად 6,9 მილიონი ბარელის მოპოვება, მაისში - 6,55 მილიონი ბარელის, ივნისში - 6,2 მილიონის, ხოლო ივლისში - 5,76 მილიონის.