თეგებით ძიება

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 28.3 პროცენტით შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2021 წლის პირველ კვარტალში 125.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის პირველი კვარტლის წინასწარ მონაცემებზე 28.3 პროცენტით ნაკლებია.

საქსტატში შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზად რეინვესტიციის მოცულობის შემცირებასა და რამდენიმე საწარმოს საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში გადასვლას ასახელებენ.

2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების სიაში, პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო – 88.4 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 70.5 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება რუსეთი – 31.9 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე თურქეთი – 24.5 აშშ დოლარით.

უწყების წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის პირველ კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 93.9 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 74.9 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება ენერგეტიკის სექტორი – 35.5 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე – დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 27.9 მლნ. აშშ დოლარით.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა