თეგებით ძიება
09. 06. 2021 COVID - 19

თენგიზ ცერცვაძე - თბილისის მოსახლეობის 23%-მა არ იცოდა, რომ კოვიდი გადატანილი ჰქონდა

თბილისში, 220 000-მა ადამიანმა, ანუ 23%-მა არ იცოდა, რომ კოვიდი ჰქონდათ გადატანილი, მაგრამ აღმოაჩნდათ ანტისხეულები სისხლში, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე აცხადებს.

მისი თმით, თბილისის მასშტაბით კოვიდინფექცია მოსახლეობის 33%-ს ანუ 350 000 ადამიანს აქვს გადატანილი.

"ოფიციალური მონაცემებით, თბილისის მოსახლეობის 11%-ს, 110 000 ადამიანს გადატანილი აქვს ლაბორატორიულად დადასტურებული კოვიდი. ხოლო 220 000-მა ადამიანმა, ანუ 23%-მა არ იცოდა, რომ კოვიდი ჰქონდათ გადატანილი, მაგრამ აღმოაჩნდათ ანტისხეულები სისხლში. სულ, თბილისის მასშტაბით კოვიდი გადატანილი აქვს 33%-ს მოსახლეობისას, ეს არის დაახლოებით 350 000 ადამიანი. ასეთივე პროპორციები იქნება ქვეყნის მასშტაბითაც, ამიტომ ვამბობთ, რომ როდესაც ჩვენ მივაღწევთ 65%-ს ვაქცინაციისას, ეს 350 000 ადამიანი დაემატება ვაქცინირებულებს, იმიტომ, რომ აქვთ იმუნიტეტი და ჩვენ დავამთავრებთ პანდემიას", - განაცხადა ჟურნალისტებთან ცერცვაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა