თეგებით ძიება
11. 06. 2021 COVID - 19

მსოფლიოში აივ ინფექციის 1.5 მილიონი ახალი შემთხვევაა - ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, მსოფლიომ დიდი პროგრესი განიცადა, თუმცა აივ ინფექცია დასრულებისაგან ჯერ კიდევ ძალიან შორს არის.

ჯანმო-ს მონაცემებით, ამჟამად მსოფლიოში აივ ინფექციით 37.6 მილიონი ადამიანია ინფიცირებული.

გარდაცვლილთა რაოდენობა კი 690 000 ადამიანს აღწევს.

ჯანმო-ს ცნობით, წელს მსოფლიოში ინფიცირების 1.5 მილიონი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

საქართველოში 8 823 აივ ინფიცირებული პირია რეგისტრირებული. მათ შორის მამაკაცი 6 587, ხოლო ქალი - 2 236.

გაერო-ს ბავშვთა გადაუდებელი დახმარების საერთაშორისო ფონდის (UNICEF) განცხადებით, გასულ წელს აივ-ინფექციით მსოფლიოში ყოველ 100 წამში ერთი ბავშვი ან მოზარდი ინფიცირდებოდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა