რომელი კომპანია ასაქმებს ყველაზე მეტ ადამიანს საქართველოში - Top-10
2021 წლის პირველ კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 622.7 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 9.0 პროცენტით ნაკლებია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 42.0 პროცენტი ქალია, ხოლო 58.0 პროცენტი - კაცი.
საქსტატის ინფორმაციით, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 41.5 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 22.5 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 36.0 პროცენტი - მცირე ბიზნესზე.
დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 586.4 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით - 8.5 პროცენტით ნაკლები). საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე - 2 299.9 მლნ ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.5 პროცენტით ნაკლები).
გთავაზობთ 10 კომპანიას, რომელიც ყველაზე მეტ ადამიანს ასაქმებს:
შპს ევოლუშენ ჯორჯია (ტელესაკომუნიკაციო საქმიანობები)
სს გეფა (საცალო ვაჭრობა ფარმაცევტული საქონლით სპეციალიზებულ მაღაზიებში)
სს ენერგო-პრო ჯორჯია (ელექტროენერგიის განაწილება)
შპს თბილსერვის ჯგუფი (არასახიფათო ნარჩენების შეგროვება)
სს საქართველოს რკინიგზა (რკინიგზის სატვირთო ტრანსპორტი)
შპს ჯორჯიან მანგანეზი (თუჯის, ფოლადის და ფეროშენადნობების წარმოება)
სს ნიკორა ტრეიდი (საცალო ვაჭრობა არასპეციალიზებულ მაღაზიებში, უპირატესად საკვები პროდუქტებით, სასმელებით ან თამბაქოს ნაწარმით)
შპს რითეილ ჯგუფი (საცალო ვაჭრობა არასპეციალიზებულ მაღაზიებში, უპირატესად საკვები პროდუქტებით, სასმელებით ან თამბაქოს ნაწარმით)
შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანია (საქალაქო და საგარეუბნო სამგზავრო სახმელეთო ტრანსპორტი)
სს ევექსის ჰოსპიტლები (საავადმყოფოების საქმიანობები)