წლის ბოლოს საქართველოში ინფლაციის დონე 6.7% იქნება
პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, მიმდინარე წლის ბოლოს საქართველოში ინფლაციის დონე 6.7% იქნება.
საიუჯეტო ოფისის პროგნოზი რამდენიმე კომპონენტს ემყარება, მათ შორისაა, ჯერ კიდევ 2020 წელს კომუნალური ტარიფების ზრდა. გარდა ამისა, გაუფასურებულია ლარის კურსი დოლართან მიმართებით, ამ ყველაფერს კი ისიც ემატება, რომ ეკონომიკური აქტივობა ეტაპობრივად იზრდება, რაც მოთხოვნას საქონელსა და მომსახურებაზე კიდევ უფრო მეტად ზრდის. ეს კი ფასებს მატებისკენ უბიძგებს.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2022 წლიდან ინფლაცია შემცირებას დაიწყებს და ეროვნული ბანკის მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს დაუბრუნდება. შემცირების მთავარი მიზეზი კი, ცხადია, ცენტრალური ბანკის მიერ გატარებული მკაცრი მონეტარული პოლიტიკა იქნება. უფრო კონკრეტულად, ამ ეტაპზე რეფინანსირების განაკვეთი, ანუ ფულის ფასი 9.50%-ზეა.