თეგებით ძიება
12. 06. 2021 მსოფლიო

კაცი ვეშაპმა ჩაყლაპა, თუმცა მაინც გადარჩა - უცნაური და უიშვიათესი შემთხვევა

ამერიკის შტატ მასაჩუსეტში უცნაური და იშვიათი შემთხვევა მოხდა. კაცი, რომელიც ლობსტერებს იჭერდა, თავად მოინადირა ვეშაპმა. კერძოდ, 53 წლის მაიკლ პაკარდი ვეშაპმა გადაყლაპა, თუმცა შემდეგ გადმოაფურთხა.

"უცებ ძლიერი ბიძგები ვიგრძენი, შემდეგ რაც ვნახე, იყო სრული სიბნელე. ვგრძნობდი, ვმოძრაობდი და რომ ვეშაპი პირის ღრუს კუნთებს კუმშავდა", - განაცხადა მაიკლმა გამოცემა "Cape Cod Times"- თან.

თავიდან მეთევზე ფიქრობდა, რომ ის ზვიგენმა გადაყლაპა, თუმცა კბილების არარსებობამ მიახდევრა, რომ ის ვეშაპის პირის ღრუში იყო.

"პირველი ვინც გამახსენდა, ჩემი შვილები იყვნენ", - აცხადებს მაიკლი.

მისი თქმით, მას შემდეგ რაც ის ცხოველის პირის ღრუში აღმოჩნდა, ვეშაპმა დისკომფორტი იგრძნო, დაიწყო თავის ქბნევა, შემდეგ კი გადმოაფურთხა.

აღსანიშნავია, რომ ინციდენტის შემდეგ პაკარდი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აღმოაჩნდა და მალევე სახლში გაწერეს.

მეცნიერების განმარტებით, მსგავსი შემთხვევები იშვიათად ხდება. მათი ინფორმაციით, ვეშაპები ადამიანებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ, რადგან ცხოველებმა შეიძლება ადამიანები მხოლოდ თევზებზე ნადირობის დროს შემთხვევით გადაყლაპონ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა