"არ ვაპირებთ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტის - “ნამახვანჰესის" გაჩერებას და ქვეყნიდან გასვლას" - "ენკა" განცხადებას ავრცელებს
"ენკა" უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს კომპანიამ მუშაობა შეაჩერა და ტექნიკა დაასაწყობა.
"სოციალურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს კომპანია "ენკამ" ტექნიკა დაასაწყობა და მუშაობა შეაჩერა, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.
კომპანია არ აპირებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტის - “ნამახვანჰესის" გაჩერებას, საინვესტიციო ვალდებულებებზე უარის თქმას და ქვეყნიდან გასვლას.
ასევე, კომპანია მზადაა პროცესით დაინტერესებულ ყველა მხარეს მიაწოდოს საჭირო ინფორმაცია პროექტის შესახებ", - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
[flash=425,264][/flash]