თეგებით ძიება

ნათია თურნავა: მაისში ექსპორტში თითქმის 45%-იანი ზრდა გვაქვს

2021 წლის მაისში, საგარეო ვაჭრობის მაჩვენებელი მკვეთრად გაუმჯობესდა. კერძოდ, ექსპორტში გვაქვს თითქმის 45%-იანი ზრდა. ექსპორტმა მაისში მიაღწია თითქმის 340 მილიონ დოლარს, - ამის შესახებ ეკონიმიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, 2021 წლის პირველ 5 თვეში ექსპორტი 24,4%-ით და 2019 წლის მაისთან შედარებით ექსპორტი პრაქტიკულად იგივე დონეზეა და არ შემცირებულა

„2019 წელი ესპორტის თვალსაზრისით, ბოლო ათწლეულში, რეკორდული წელი იყო. 2021 წლის მაისში, როდესაც ჯერ კიდევ მძვინვარებს პანდემია, გვაქვს ჩვენი პროდუქციის ექპორტი 2019 წლის დონეზე, ხოლო წინა წელთან შედარებით, ძალიან მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა