რა ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა თბილისში ბოლო 4 წლის განმავლობაში? - იხილეთ ჩამონათვალი
თბილისის მერიის ინფორმაციით, ბოლო 4 წლის განმავლობაში დედაქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით განხორციელებული პროექტები და ღონისძიებებია:
"სრულად რეაბილიტირდა 900-ზე მეტი ქუჩა, რამდენიმე საკვანძო გამზირი და გზატკეცილი. მათ შორის: კახეთის გზატკეცილი, ლეხ კაჩინსკის ქუჩა, ჭავჭავაძის გამზირი, ხიზანიშვილის, ვეკუას და ხოჭოს ტბის ქუჩები, ბარათაშვილის აღმართი, რობაქიძის გამზირი, კოსტავასა და შარტავას ქუჩები, კანდელაკის ქუჩა, ნოდარ დუმბაძის გამზირი, დიდგორი-თელოვანის საავტომობილო გზა, თხინვალასა და ვარაზის ქუჩებიდან სოფელ აგარაკამდე მისასვლელი გზა, თბილისი-ნაფეტვრების გზის მონაკვეთი, სამხედრო დასახლებაში შიდა გზები, ბარათაშვილის ქუჩა, დავითაიას ქუჩისა და მთისძირის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზა...
აშენდა 3 გზაგამტარი და 10 ხიდი რეაბილიტირდა;
კაპიტალურად შეკეთდა და რეაბილიტირდა ჯამში 5 400 000 კვ.მ. ფართობის გზის საფარი;
წყალარინებისა და წყალმომარაგების კუთხით, უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადაიდგა-წყალგაყვანილობის ქსელს 1200-მდე აბონენტი შეუერთდა. წყალარინების ცენტრალურ ქსელზე დაერთდა 1800-მდე აბონენტი;
საყრდენი კედლები მოეწყო 383 მისამართზე;
გამაგრების სამუშაოები ჩაუტარდა 355 საცხოვრებელ კორპუსს;
პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, 93 ობიექტი რეაბილიტირდა, საიდანაც 74 კულტურული მეკვიდრეობის ძეგლია (მათ შორის: ორბელიანის მოედანი, დედაენისა და 9 მარტის ბაღები, გუდიაშვილის მოედანი);
ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაიხარჯა 796 217 000 ლარი.