თეგებით ძიება

ნავთობის ფასები იზრდება

Brent-ის ტიპის ნავთობის აგვისტოს ფიუჩერსების ფასი 0,23 აშშ დოლარით გაიზარდა და ბარელზე 73,09 დოლარი შეადგინა, ხოლო WTI-ის ივლისის ფიუჩერსებზე ფასები 0,23 აშშ დოლარით არის გაზრდილი და ბარელზე 71,11 აშშ დოლარს შეადგენს.

ნავთობ მოვაჭრეები ოპტიმისტურად უყურებენ გლობალური ეკონომიკის აღდგენას და ენერგორესურსების მოთხოვნის ზრდას ელიან. დღის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ბარელზე 73,61 დოლარი დაფიქსირდა.

ბრიტანეთმა COVID-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის თარიღი 19 ივლისამდე გადადო, რამაც ნავთობის ფასზეც იქონია გავლენა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ნავთობის ღირებულება უახლოეს პერიოდში 75 დოლარამდე გაიზრდება.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის ფონზე, 2020 წლის პირველი კვარტლის ბოლოს მსოფლიო ბაზარი ნავთობის ფასების დაცემის რამდენიმე ტალღამ მოიცვა. ნავთობის ფასების კლება გამოწვეული იყო რამდენიმე ფაქტორი, მათ შორის: ნედლეულის ჭარბი მოპოვება, მოთხოვნის მკვეთრი ვარდნა და ეკონომიკური კრიზისი.

ამასთან, 12 აპრილს OPEC+-ის ქვეყნები ახალ პირობებზე შეთანხმდნენ, რომელშიც 23 სახელმწიფო იღებდა მონაწილეობას. ხელშეკრულება 2 წლის განმავლობაში, 2020 წლის 1 მაისიდან 2022 წლის 1 მაისამდე, ნავთობის მოპოვების შემცირებას ითვალისწინებს.

1 აპრილს OPEC + ქვეყნები შეთანხმდნენ ნავთობის მოპოვების ეტაპობრივი გაზრდის შესახებ: მაისსა და ივნისში - დღეში 350 ათასი ბარელით, ხოლო ივლისში - 450 ათასი ბარელით.

1 ივნისს OPEC +-ის მინისტრებმა ისტორიაში უმოკლესი შეხვედრა გამართეს და 15-20 წუთში მიიღეს გადაწყვეტილება გეგმის შენარჩუნების შესახებ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა