ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი
15 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.1751 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2040 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 2.89 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.8492 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.8829 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 3.37 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.3701 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 4.4699 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 16 ივნისიდან შევა ძალაში.