ივლისში შესაძლოა პური 10-15 თეთრით გაძვირდეს
ფქვილის სუბსიდირების პროგრამის ვადა ივნისის ბოლო იწურება, რის გამოც შესაძლოა მისი ფასი გაიზარდოს.
თუ საქართველოს მთავრობა ხორბლის ფქვილის სუბსიდირების გაგრძელების გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ივლისში პური, შესაძლოა 10–15 თეთრით გაძვირდეს.
ასოციაციის პრეზიდენტი ლევან სოლაგავა დიდი ხანია მატკიცებს, რომ სუბსიდირების პროგრამა რომ არ არ მუშაობდეს, პურის ფასი 15-20 თეთრით მეტი იქნებოდა.
სილაგავას განცხადებით, სუბსიდირების პროგრამა, რომლითაც მთავრობამ პურის გაძვირება დააზღვია, ორი ტენდერით ხორციელდება: პირველი ტენდერის გამოცხადებისას, პირველი ხარისხის ფქვილზე სახელმწიფოს მხრიდან საჭირო იყო 10-ლარიანი სუბსიდირება, ხოლო მეორე ტენდერის ფარგლებში საჭიროა 15-ლარიანი სუბსიდირება.
ფქვილის სუბსიდირებაზე 1.3 მილიონი ლარია დახარჯული.
მთავრობამ 1 ტომარა ფქვილზე სუბსიდიის მოცულობა გაზარდა. კერძოდ, მთავრობის დადგენილებით, სუბსიდიის მოცულობა ერთ 50-კილოგრამიან ტომარა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე 10 ლარიდან 15 ლარამდე გაიზარდა.
ცნობისთვის, სახელმწიფო პირველი ხარისხის ფქვილს ასუბსიდირებს, რისთვისაც საერთო ჯამში 10 მილიონი ლარი დაიხარჯება. პროგრამა 1-ელ დეკემბერს დაიწყო და 4 თვის განმავლობაში გაგრძელდება.
ფქვილის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა დაიწყო 2020 წლის 1 დეკემბრიდან 2021 წლის მარტის თვის ჩათვლით გაგრძელდება. პროგრამის ფარგლებში დასუბსიდირდება 1 თვის განმავლობაში არაუმეტეს 10,000 ტონა ფქვილი, ერთ ტომარაზე არაუმეტეს 10 ლარისა. გამოცხადდა ხორბლის იმპორტის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა. შედეგად ექვსი კომპანიის მიერ 2020 წლის 20 მაისის მდგომარეობით განხორციელდა 40,000 ტონა სასურსათო ხორბლის იმპორტი. სუბსიდიის ოდენობამ შეადგინა 4 მლნ. ლარზე მეტი.
დღეისათვის საქართველოს 100 ათას ჰა-ზე დაახლოებით, 200 ათასი ტონა ხორბალი მოჰყავს, ქვეყნის მოხმარება კი, 700- 800 ათასი ტონაა. საქართველო თვეში 30 ათას ტონა ფქვილს მოიხმარს.
საქართველოს ხორბლისა და პურ-პროდუქტების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა დარწმუნებულია რომ ხორბლის წარმოების თვითკმარ მაჩვენებლამდე გაზრდა სრულიად შესაძლებელია. მისი თქმით, ამისთვის ხორბლის ადგილობრივი მოსავლიანობა, მინიმუმ, 400 ათას ტონამდე უნდა გაიზარდოს. ეს ქვეყნის მოხმარების ნახევარია. სილაგავა განმარტავს, რომ გაეროს რეკომენდაციით, ქვეყანას 2 თვის მოხმარების სასურსათო მარაგი უნდა ჰქონდეს და თუ ეს მარაგი ადგილობრივი წარმოების ხორბლით იქნება შევსებული, უსაფრთხოება მეტნაკლებად გარანტირებულია.