თეგებით ძიება

წყალი შეწყდება - GWP მოსახლეობას აფრთხილებს

კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" (GWP) წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.

"18 ივნისს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ნაძალადევის რაიონში, გურამიშვილის გამზირის N62-თან წყალარინების ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს განახორციელებს. აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ინტენსიურ, 24 საათიან რეჟიმში ასევე შესრულდება წყალარინების სისტემის მაგისტრალურ კოლექტორზე და საკვანძო ჭაზე.

აღნიშნულთან დაკავშირებით, 18 ივნისის 00:30 საათიდან 19 ივნისის დილის 09:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:

ნაძალადევის რაიონში: თემქის მე-10 და მე-10ა კვარტლებს, მე-11 მიკრორაიონის I-II-III კვარტლებს, ხევძმარის ქუჩას.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის", - აღნიშნულია განცხადებაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა