ნავთობის ფასი შემცირდა
მსოფლიოში ნავთობზე ფასები კორექციის ფარგლებში მცირდება.
Brent-ის ფირმის ნავთობის ფასი მცირედით შემცირდა. ლონდონის ბირჟაზე, 08:53 საათზე, 1 ბარელის ფასმა 74,06 აშშ დოლარი შეადგინა. 0.44%-ით ნაკლები ვიდრე წინა დღეს.
რაც შეეხება ამერიკული WTI-ის, მისი ფასი ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე, 0,36%-ით შემცირდა და 71,89 აშშ დოლარი შეადგინა.
ნავთობის ფასის ზრდა, სავარაუდოდ OPEK+-ის უახლოეს მომავალში დაგეგმილ შეხვედრას უკავშირდება, სადაც ქვეყნები სავარაუდოდ ნავთობწარმოების შემცირებულ კვოტებზე შეთანხმებას სექტემბრამდე გააგრძელებენ.
გასული კვირის განმავლობაში, აშშ-ის ნავთობის კომერციული მარაგი 7,4 მილიონი ბარელით შემცირდა და 466,7 მილიონ ბარელს მიაღწია.