თეგებით ძიება

ლარი კვლავ გამყარდა - ვალუტის კურსი

სებ-მა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 17 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.1587 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1657 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.7 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.7686 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.8356 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 6.70 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.3653 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 4.4045 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 18 ივნისიდან შევა ძალაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა