თეგებით ძიება

საქართველოს ავიაბაზარზე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია - Air Manas-ი შემოდის

საქართველოს ავიაბაზარზე კიდევ ერთი ახალი დაბალბიუჯეტიანი ყირგიზული ავიაკომპანია - Air Manas-ი შემოდის.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, Air Manas-ი ჩარტერულ ფრენებს ბიშკეკი-ბათუმი-ბიშკეკის მიმართულებით შეასრულებს.

„კიდევ ერთი ახალი ავიაკომპანიის ქართულ ბაზარზე შემოსვლა სასიხარულო ამბავია. თითოეული ახალი ავიაკომპანია, რომელიც პოსტპანდემიურ პერიოდში ჩვენს ავიაბაზარს ემატება, ძალიან კარგი მოვლენაა და ტურიზმის სწრაფად აღდგენას მოასწავებს. ამავდროულად ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ყირგიზეთსა და საქართველოს შორის იწყება ავიამიმოსვლა. ასე რომ, ველოდებით ყირგიზ სტუმრებს არა მხოლოდ აჭარაში, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ყირგიზეთის რესპუბლიკის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Air Manas-ი ბიშკეკი – ბათუმი -ბიშკეკის მიმართულებით 18 ივლისიდან დაიწყებს ოპერირებას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა