თეგებით ძიება

კურდღელი ვნახეთ 17 თებერვალს და 20 ივნისს - კობახიძე გახარიას

კურდღელი ჩვენ ვნახეთ 17 თებერვალს და 20 ივნისს, - ასე პასუხობს მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ექსპრემიერ გიორგი გახარიას რეპლიკას.

"გახარიას ახასიათებს შეურაცხმყოფელი გამონათქვამები... კურდღელი ვნახეთ ჩვენ 17 თებერვალს, მანამდე როცა ალყა არ დაშალა, 20 ივნისს ვნახეთ კურდღელი. მისგან მე ეს ვერ მეწყინება",- განაცხადა კობახიძემ გადაცემა "რეაქციაში.

მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის მსგავსად, ამბობს, რომ გახარიამ ჩაიდინა ღალატი გუნდისა და სახელმწიფოს მიმართ:

"ბიძინა ივანიშვილის წერილშიც ტერმინი მოღალატე არ იყო ნახსენები. რა თქმა უნდა, ვინც ღალატს ჩადის, არის თავისთავად მოღალატე, მაგრამ ამ ტერმინის გამოყენება არის შეურაცხმყოფელი და ჩვენ ვერიდებით ხოლმე ამის გაკეთებას, ჩვენ ვახდენთ, უბრალოდ, ფაქტის კონსტანტაციას, რომ მან ჩაიდინა ღალატი გუნდის მიმართ და სახელმწიფოს მიმართ"- დასძინა პარლამენტის გადაყენებულმა თავმჯდომარემ", აცხადებს კობახიძე.

შეგახსენებთ,რომ გიორგი გახარიამ ირაკლი კობახიძეს "კურდღელი" ტვ პირველზე, გადაცემა "რეაქციაში" საუბრისას უწოდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა