საქსტატი: 2021 წლის I კვარტალში ეკონომიკა 4.5%-ით შემცირდა
საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის I კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 11 275.7 მლნ. ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის კლებამ 4.5% შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორი გაიზარდა 6.8%-ით.
2021 წლის პირველ კვარტალში, კლების მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა:
განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (-54% )
მშენებლობა (-19.4%), ხელოვნება, გართობა და დასვენება (-25.4%)
უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (-6.4%)
ტრანსპორტი და დასაწყობება (-9%)
ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები (-34%)
ზრდა დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (24%)
სამთო-მოპოვებითი მრეწველობა (50.3%)
ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (13.3%)
საბითუმო და საცალო ვაჭრობა (3.9%)
ინფორმაცია და კომუნიკაცია (16.8%